
“ყველაფრით ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს შტორმის წინ სიმშვიდეს ჰგავს, თუმცა მომწონს კოლექცია, საბოლოოდ, ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორც მინდოდა.” აღნიშნა ვოგთან საუბრისას დავით კომახიძემ.
მარლენ დიტრიხის ანდროგენული სტილით შთაგონებული ახალი, 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია თანამედროვე გარდერობისთვის მორგებული 1950-იანი წლების ინტერპრეტაციაა. “მარლენის დიდი ხნის თაყვანისმცემელი ვარ. მისი სტილი თავის დროზე ძალიან პროგრესული და პროვოკაციული იყო, მან უდიდესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მარლენი ერთ-ერთი პირველი ცნობილი ადამიანი იყო, რომელმაც ანდროგინული სტილი საჯაროდ მოირგო.” ამბობს დიზაინერი.
მიუხედავად მკაცრი სტილის ინსპირაციისა, კომას ჩვენებას მბზინავი თვლებისა და ბუმბულების გარეშე არ ჩაუვლია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი დეტალი კოლექციაში კუტიურის ელემენტებით იყო შესრულებული, მაგალითად ვერცხლისფერი თვლებით მორთული დეტალები და ლატექსის ყვავილები, რომლებიც სრულად ხელითაა შექმნილი. ეს ტექნიკა დევიდ კომას კოლექციებში უკვე რამდენიმე სეზონია გვხვდება.
იხილეთ კოლექცია:



























