დავით კომახიძემ ახალი, 2023 წლის წინა-საშემოდგომო კოლექცია წარადგინა, რომელიც კვლავ კატალოგის სახით გავრცელდა. ქართველი დიზაინერი განაგრძობს დუალური ხასიათის „პერსონაჟების“ შექმნას და მისი ინსპირაცია პარადოქსული ქალია. 2023 წლის Resort კოლექციის შესახებ, დავითმა ვოგთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი ქალი „ცივი და ცხელი, ძლიერი და სუსტი, აგრესიული და სენსუალურია. კონტრასტი თითქმის ყველა ლუქშია, რომელიც ან ტექსტილში ან სტრუქტურაშია.“ ეს კომენტარი ახალ კოლექციასაც ერგება, კონტრასტული ნაჭრები, საზაფხულო კაბები ზამთრის ფეხსაცმელთან და ა.შ. საბოლოო ჯამში, “Koma Girl” ნებისმიერი გოგო შეიძლება იყოს, თუმცა ძალიან სპეციფიკური ხასიათით. ალბათ, არაა გასაკვირი, რომ ესეც პარადოქსულია.

David Koma – ახალი კოლექცია