დავით კომახიძე, იგივე დევიდ კომა თავისი ბიზნესის ზრდას განაგრძობს. საკუთარი ბრენდის დაარსებიდან 15 წლის შემდეგ, საქართველოში დაბადებულმა დიზაინერმა მამაკაცის ხაზი გამოუშვა და David Koma მომხმრებლის ახალი სეგმენტისთვის გახადა ხელმისაწვდომი. “მამაკაცის სამოსი დიზაინში ახალი გზების ძიებაა. ჩემს შესაძლებლობებს წარმოვაჩენ და ბრენდის ფართო სამყაროში ახალი ტალანტები და პიროვნებები შემომყავს,” – განაცხადა მან Vogue Business-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომას თქმით, მისთვის მთავარი გამოწვევა იყო, რომ კოლექციის სიღრმესთან და მრავალფეროვნებასთან კავშირი ეგრძნო თავისი მეგობრების ფართო ჯგუფს, რომელიც სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, ეროვნების და მისწრაფების მქონე ადამიანისგან შედგება.

ორი თვის წინ კომამ ასევე წარადგინა საცურაო კოსტიუმების ხაზი, სახელწოდებით Let’s Swim. ის David Koma-ს ბრენდისგან განცალკევებით იარსებებს. აღსანიშნავია, რომ მასზე პასუხისმგებლობაც სხვა გუნდს დაეკისრა.

David Koma-ს 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის მამაკაცის კოლექცია