15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დავით კომახიძემ, იმავე დევიდ კომამ საკუთარი სახელობის ბრენდი შექმნა. “ვამაყობ იმით, რასაც მივაღწიე,” – ვკითხულობთ ქართველი დიზაინერის სიტყვებს Vogue-ს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში. “თუმცა ახლა ვარ ეტაპზე, როცა უბრალოდ ბედნიერებაზე კონცენტრირება და იმის აღნიშვნა მსურს, რამაც აქამდე მომიყვანა.”
კომას ახალი ნამუშევრები წარსულს ეხმიანება, პერიოდს, როდესაც Central Saint Martins-ის კურსდამთავრებული იყო და მისი ცხოვრების ამ ფაზაში, საკუთარ თავს მაშინ განცდილი შემოქმედებითი თავისუფლების ხელახლა აღმოჩენა დააკისრა მისიად.
David Koma Resort 2025




































