ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბეთ მეორემ ვიზაჟისტ პეტ მაკგრათს Dame-ის წოდება მიანიჭა მისი წვლილისთვის და მრავალფეროვნებისთვის მოდისა და სილამაზის ინდუსტრიაში. აღსანიშნია ფაქტი, რომ პეთი პირველი ვიზაჟისტია ასეთი წოდებით.

“ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დედოფალი ოდესმე დამდებდა ასეთ პატივს” ნათქვამია დეიმ მაკგრათის განცხადებაში, “მადლობას ვუხდი დედაჩემს ჯინ მაკგრათს, ჩემს ოჯახს, მეგობრებს და თქვენ, სილამაზის მოყვარულებს, ვინც დამეხმარეთ იმაში, რომ ეს წოდება მიმეღო.”


პეტ მაკგრათი ნორთჰემპტონში, ბრიტანეთში დაიბადა. მას არ აქვს ვიზაჟისტის ფორმალური განათლება – ხელოვნების მხოლოდ საბაზისო კურსი ჰქონდა გავლილი ნორთჰემპტონის კოლეჯში. პეტის კარიერის აღმავლობა ედვარდ ენინფულთან მუშაობით, 90-იან წლებში დაიწყო, i-D Magazine-სთვის, თუმცა იმ პერიოდში პეტს მაინც უწევდა მიმღებში მუშაობა ოჯახის ფინანსური მხარდაჭერისთვის. 1999 წელს მან ჯორჯო არმანისთან ითანამშრომლა, რასაც მოჰყვა პარტნიორობა ისეთ დიზაინერებთან, როგორებიც არიან ჯონ გალიანო და ალექსანდრ მაკქუინი.
2015 წელს პეთმა დეკორატიული კოსმეტიკის ხაზი Pat McGrath Labs დააარსა, რომელიც 2019 წელს 1 მილიარდიანი ბიზნესი და Selfridges-ში ყველაზე გაყიდვადი ბრენდი გახდა. 2017 წელს, დიდი ხნის მეგობარმა, ედვარდ ენინფულმა პეთი ბრიტანული ვოგში Beauty Editor-at-large პოზიციაზე დანიშნა. მსოფლიოს უდიდესი გამოცემების მიერ პეთი არაერთხელ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ვიზაჟისტად, 2019 წელს ის TIME-ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის მოხვდა.