მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ადამიანს დროის გაგება არაერთი საშუალების გამოყენებით შეუძლია, მაჯის საათი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე სასურველ აქსესუარად როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. გარდა ფუნქციური დატვირთვისა, მაჯის საათი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პერსონალური სტილის გამოხატვაში. მისი დანიშნულება მრავალი წელია აღარ შემოიფარგლება მხოლოდ დროის ჩვენებით, მეტიც, სტატუსის სიმბოლოდაც იქცა. სწორედ ამიტომ, საათის შერჩევა ერთგვარი განაცხადია, რომლითაც საზოგადოებას საკუთარ თავზე ბევრ რამეს ვეუბნებით.
თუ თქვენი თავისთვის ან საყვარელი ადამიანისთვის გამორჩეულ მაჯის საათს ეძებთ, მაშინ შესაძლოა სწორედ იმ ბრენდით დაინტერესდეთ, რომელსაც ამ სტატიაში გაგაცნობთ. ის 2013 წელს დარიო სპალონემ მილანში დააარსა და მას D1 Milano ჰქვია.

დღესდღეობით, იტალიური ბრენდი დიდი პოპულარობით სარგებლობს და ხელმისაწვდომია მსოფლიოს 156 ქვეყანაში, რომელთა შორის ახლა უკვე საქართველოც არის. D1 Milano-ს მაჯის საათები ექსკლუზიურად წარმოდგენილია TI’ME-ის მაღაზიათა ქსელში.


ბრენდის ძლიერი მექანიზმის მქონე საათები მაღალი ხარისხის მასალებით მზადდება, მათ მინიმალისტურ დიზაინში კი, 1970-იანი წლებისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა თანამედროვეობას ერწყმის. D1 Milano ასევე ხშირად უშვებს სხვადასხვა თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილ ლიმიტირებულ მოდელებს. ბრენდს უკვე წარდგენილი აქვს შემდეგი კოლაბორაციები: “2001: კოსმოსური ოდისეა,” “ვილი ვონკა და შოკოლადის ქარხანა,” “ჩუპა-ჩუპსი,” “კოდაკი” და ა.შ. მოხმარებლებისთვის ეს არის შესაძლებლობა აღმოაჩინონ საათი, რომელსაც დამატებითი ღირებულება ექნება, რაც საკუთარ ინტერესებთან შესაბამისობას გულისხმობს.
D1 Milano-ს ერთ-ერთი პრიორიტეტი დეტალებზე ორიენტირებულობაა, რაც ინოვაციურ, კომფორტულ, დახვეწილ და განსაკუთრებულ შედეგს იძლევა. როგორც ბრენდში თვლიან, D1 Milano-ს საათების აღწერას ზედმეტი სიტყვები არ სჭირდება, რადგან ისინი საკუთარ უპირატესობებს თავადვე გამოხატავს.


იტალიური ბრენდის კოლექციების დათვალიერება და შეძენა შეგიძლიათ როგორც TI’ME-ის მაღაზიებში, ისე ონლაინ – TIME.GE-ზე.