Netflix-მა სერიალ Crown-ის ფინალური სეზონის ტრეილერი ოფიციალურად დააანონსა – გაერთიანებული სამეფოს მონარქების შესახებ ისტორიის გაგრძელებას მაყურებელი 16 ნოემბრიდან იხილავს. ცნობილია, რომ ბოლო სეზონი ორ ნაწილად გამოვა.სიუჟეტი სამეფო ოჯახის უახლეს პერიოდზეა ფოკუსირებული. მაყურებელი პრინც უილიამის და ქეით მიდლტონის პერსონაჟებსაც იხილავს. აღსანიშნავია, რომ Crown-ის ფინალურ სეზონში კვლავ ჩნდება პრინცესა დაიანას პერსონაჟი, რომელსაც ამჯერადაც ელისაბედ დებიკი ასრულებს.

მიუხედავად სიუჟეტურ ხაზში უილიამის და ქეითის სასიყვარულო ურთიერთობის არსებობისა, ფინალური სეზონის მთავარი გმირი ელისაბედ მეორეა, რომელსაც იმელდა სტონტონი განასახიერებს.

ნახეთ Crown-ის ფინალური სეზონის პირველი ტრეილერი: