კოლაბორაციებით ცნობილმა Crocs-მა ამჯერად კიდევ ერთ ცნობილ ამერიკულ ბრენდთან ითანამშრომლა. ფეხსაცმლის მწარმოებელმა Coca-Cola-სთან კოლაბორაციით სადღესასწაულო ლიმიტირებული კოლექცია წარადგინა. კოლექციაში წარმოდგენილია სამი სხვადასხვა მოდელი, რომლებიც ერთმანეთისაგან ფერების კომბინაციით განსხვავდება. ერთ-ერთი მათგანის დიზაინი Coca-Cola-ს კომპანიის წარმოებული კიდევ ერთ ცნობილი სასმლის – Sprite-ის ინსპირაციით არის შექმნილი.

კოლექციასთან ერთად, Crocs-მა თემატური ე.წ. პინებიც გამოუშვა, რომლითაც ლიმიტირებული კოლაბორაციული მოდელების გაფორმებაა შესაძლებელი.

