
ნიკოლა დი ფელისმა Courrèges-ისთვის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა. მისი შთაგონება ტექნოლოგიები და მათი დომინირებაა ჩვენს ყოველდღიურობაზე. ჩვენების გამხსნელი ლუქის წარმოდგენისას მოდელი პოდიუმზე გამოვიდა, შემდეგ კი შეჩერდა, ტელეფონში საყურებლად. ჩვენების საუნდტრეკისთვის მუსიკას თან ახლდა ხელოვნური ინტელექტის მაგვარი ხმა, რომელიც იმეორებდა ირონიულ ფრაზას “Is the sky blue?”
რაც შეეხება თავად კოლექციას, დი ფელისი აგრძელებს ფუტურისტული მოტივებით თამაშს, თუმცა ამჯერად კოლექციაში ვხედავთ ტყავის ქურთუკებს, ჰუდებს, ნაქსოვ კაბებს, ტყავის ტოპებს და გარე სამოსს ფართე მხრებით. ულტრა მინი სილუეტები შეხამებული იყო მაღალ ჩექმებთან, ხოლო აქსესუარებში თვალშისაცემი გამოდგა დისკის ფორმის მეტალის ყელსაბამები და ასიმეტრიული საყურეები. დაბალწელიანი შარვლები და მაქსი ქვედაბოლოები კვლავ ინარჩუნებს აქტუალურობას.
ჩვენების ჩანაწერი სრულად:













