გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ნიკოლა ჟესქიერის სამმა ასისტენტმა დაიკავა მაღალი მოდის მნიშვნელოვან ბრენდებში შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობა – Julien Dossena – მ Paco Rabanne – ში, Natacha Ramsay-Levi – მ Chloé – ში და ახლა Nicolas Di Felice – მ Courregès – ში.
ნიკოლა ბელგიელი დიზაინერია, რომელმაც ბრიუსელში La Cambre – ს სასწავლებელი დაამთავრა. ის ჟესქიერის დაქვემდებარების ქვეშ ლუი ვიტონსა და ბალენსიაგაში მუშაბდა. სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს დიორშიც, რაფ სიმონსის კრეატიული დირექტორობის დროს.
“Courrèges – ის რადიკალური და დამატყვევებელი სამყარო ჩემთვის ყოველთვის საოცნებო იყო. ეს მოდის სახლი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და სწორედ აქ ვხედავ ჩემს თავს. მას გააჩნია სისადავე, გამჭირვალობა, რომ აღარაფერი ვთქვათ ოპტიმიზმზე—და ჩემთვის დიდი პატივია ამ ღირებულებების შენარჩუნება და იმედი მაქვს ისეთივე ვნებითა და ენთუზიაზმით მოვახერხებ ამას, როგორც ამ ბრენდის დამაარსებელი.”
Nicolas Di Felice
André Courrèges კოსმოსური ეპოქის მოდის ნათლიად ითვლება. მან 60-იანების სილუეტები და გეომეტრიული ფორმები გააერთიანა. ის იყო პირველი დიზაინერი, რომელმაც პლასტმასი გამოიყენა. WWD მის შესახებ წერდა: “მისმა 1964 წლის კოლექციამ რადიკალურად განსაზღვრა იმ დროის მოდა ფუტურისტული ლუქებით – განსხავებული ჭრები, მოკლე, A-ს სილუეტის კაბები, ნაქსოვი სვიტერები, მოტკეცილი შარვლები, სათვალეები და ასტრონავტის ჩაფხუტები.” კურეჟი სანამ თავის ბრენდს დააარსებდა, ბალენსიაგას მოდის სახლის წევრი იყო 10 წლის განმავლობაში. ანდრეის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ისეთივე აბსურდად მიაჩნდა, როგორც ლოტოსის ტერფები აზიელ ქალებში, ამიტომ მის მოდელებს მერი ჯეინის ფეხსაცმელები ან თეთრი ჩექმები ეცვათ. კურეჟი დიდი რაოდენობით იყენებდა თეთრს. როგორც ივ სან ლორანი ამბობდა, Courrèges – ის აფეთქების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.


ბრენდმა რეორგანიზაციის პარალელურად, ხელახლა შექმნა მასთან ასოცირებული საკულტო ნივთები, რომლებიც წლის ბოლომდე პარიზის François Ier – ზე მდებარე მთავარ ისტორიულ მაღაზიაში იქნება ხელმისაწვდომი. ნიკოლას სადებიუტო კოლექციის ჩვენება ფრანგული მოდის სახლისთვის კი 2021 წლის მარტში გაიმართება.