მომენტის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ბრენდმა Coperni-მ ახალი კამპანია წარადგინა, რომელიც მგლისა და ცხვრის კლასიკური ზღაპრის ტექნოლოგიური ინტერპრეტაციაა. კამპანიის სახე ლაილა მოსია. მოდელს ე.წ. პარტნიორობას რობოტი ძაღლი უწევს. როგორც ბრენდის წარმომადგენლები განმარტავენ, მგლისა და ცხვრის ისტორია კამპანიაში ადამიანის და ტექნოლოგიის ურთიერთობად არის ინტერპრეტირებული.
კამპანია იმით არის განსაკუთრებული, რომ 40-წამიანი ვიდეოს სცენარის განვითარების 320,000 ვერსიაა. ამ ვერსიებში ბრენდის კოსტიუმებიც იცვლება. ვიდეოში მაყურებელი ლაილა მოსის ციფრულ ავატარს ხედავს. ვიდეოების ვერსიები, 6 თვის განმავლობაში, Youtube-ზე უწყვეტი Live ვიდეოს სახით იქნება გაშვებული.
კამპანიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
იხილეთ კადრები კამპანიიდან: