2024 წლის მარტში მოდის სახლმა Coperni-მ ინოვაციური ჩანთა – Air Swipe Bag წარადგინა, რომელიც 99% ჰაერისაგან არის შექმნილი. მოდელზე ბრენდმა NASA-ს გუნდთან ერთად იმუშავა. ჩანთის წარდგენის შემდეგ მის პრაქტიკულობასა და გამძლეობაზე კითხვები გაჩნდა და დაიწყო დისკუსია, თუ როგორ განსაზღვრავს Coperni-ის შემოთავაზებული ხედვა მომავლის მოდას.

ჩანთის შემქმნელმა, პროფესორმა იოანეს მაიქალუდისმა (Ioannis Michaloudis) გადაწყვიტა მოდელზე ახალი ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და ის მაღალი ტემპერატურის გამძლეობაზე გამოცადა. ექსპერიმენტის დროს ჩანთაში გამდნარი სპილენძი მოათავსეს, რომლის ტემპერატურა 930 გრადუსი ცელსიუსია. შედეგად, ჩანთამ ვულკანური ლავის მსგავს მასას გაუძლო.

“თუ ადამიანები სვამდნენ კითხვებს, თუ რა შეიძლებოდა მოეთავსებინათ ჩანთაში – გასაღები, თუ ტუჩსაცხი, მე მათ შევთავაზე ისეთი რამ, რაზეც არც უფიქრიათ. გამდნარი
სპილენძი არის იმ ტემპერატურის მასა, რასაც შეუძლია დაწვას ყველაფერი,”- აღნიშნავს იოანეს მაიქალუდისი.

ჩანთა ექსპერიმენტის შედეგად უვნებელი დარჩა, რაც მის ინოვაციურ ხასიათს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

იხილეთ ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეო:

Tags :