Comme des Garcons x Converse მოდაში თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითია. პირველი საერთო სნიკერი 2009 წელს შექმნეს, მას შემდეგ 12 წელი გავიდა და ლეგენდარული ფეხსაცმლის უკვე ოცზე მეტი ვერსია ვიხილეთ. Jack Purcell-ის საერთო ხედვით განახლების შემდეგ, ისინი Chuck 70-ს წარმოგვიდგენენ ახალ ფერებში.
© Highsnobiety © Nylon
ლურჯი კვარცისა და ნაცრისფერი ფოლადის ტონალობებში შემოთავაზებული Comme des Garçons PLAY x Converse “Chuck 70” გაყიდვაში 3 ივნისიდან გამოვა. ახალ მოდელებზე Comme des Garçons PLAY-ის ცნობილი გულის მოტივი წითლის ნაცვლად, შავ ფერში გვხვდება.
სნიკერის ღირებულება $150 იქნება. სასურველი ვარიანტის შეძენა შესაძლებელი იქნება Converse-ს ოფიციალურ ვებ-საიტზე, ასევე CDG-ის, Dover Street Market-ის და სხვა შერჩეულ მაღაზიებში.
© Converse