თანამედროვე კულტურის ყველაზე მასშტაბური და გახმაურებული მუსიკალური ფესტივალი, Coachella აპრილში, კალიფორნიის შტატში გაიმართება. ახლახან ცნობილი გახდა, რომ ფესტივალის 2024 წლის ჰედლაინერები Doja Cat, Tyler, the Creator და Lana Del Rey იქნებიან, ხოლო მონაწილე არტისტებს შორის ვიხილავთ: Ice Spice-ის, Lil Uzi Vert-ს, J Balvin-ს, Jon Batiste-ს, Grimes-ს და სხვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჰედლაინერთა შორის უნდა ყოფილიყო დუა ლიპაც, თუმცა პოპ-ვარსკვლავმა დატვირთული გრაფიკის გამო, მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

(c) Timur Emek/GC Images/GC Images

მართალია, Coachella მუსიკალური ფესტივალია, მაგრამ მან სახელი მოდითაც გაითქვა. ბოჰემური სტილის თავისუფალი კაბები, ყვავილების პრინტიანი და ნათელი ფერის ტანსაცმელი ფესტივალის სტილის განუყოფელი ნაწილია. ფესტივალს არაერთი ცნობილი ადამიანი ესწრება – მომღერლები, მოდელები, მსახიობები – ისინი განსხვავებულ და გამორჩეულ ლუქებს გვთავაზობენ. ამიტომ Coachella-სადმი ინტერესი არა მხოლოდ მუსიკის, არამედ მოდის მოყვარულებშიც დიდია.

2024 წლის Coachella-ს სრული ლაინაფი იხილეთ ფესტივალის ოფიციალურ გვერდებზე.