
Fendi-ის კაცის მომდევნო კოლექციის ჩვენება 15 ივნისს ტოსკანაში, Pitti Uomo-ს ფარგლებში გაიმართება. საზოგადოება სილვია ვენტურინი ფენდის კრეატიული დირექტორობით შექმნილ ნამუშევრებს Capannuccia-ში, იტალიური ბრენდის ახლად გახსნილი ქარხნის ტერიტორიაზე იხილავს.
“მოხარული ვარ, რომ კაცის კოლექციის შემდეგი ჩვენება ჩემთვის ასეთ განსაკუთრებულ ლოკაციაზე გაიმართება – Fendi-ის მფეთქავ გულში, შემოქმედების სიმბოლურ ადგილას, სადაც განვითარება, ინოვაცია, დაოსტატება და წარმოება ხელახლა გაერთიანდა ერთ ჭერქვეშ,” – განაცხადა სილვიამ. “ეს უნიკალური შემთხვევა შესაძლებელს გახდის ჩვენი პროდუქტების გაცოცხლების ხილვას ზუსტად იქ, სადაც ოსტატები მათ ქმნიან და შესაძლებლობას აძლევენ ამ დღისთვის თითოეული მათგანი ყურადღების ცენტრში მოექცეს.”
Fendi Factory-მ ფუნქციონირება გასული წლის ბოლოს დაიწყო. 14000 კვ.მ ნაგებობა მილანში დაფუძნებული არქიტექტურული სტუდია Piuarch-ის მიერ Fendi-ის სპეციალურ არქიტექტურულ დეპარტამენტთან თანამშრომლობით არის დაპროექტებული.

Pitti Immagine-ის გენერალურმა დირექტორმა რაფაელო ნაპოლეონემ ხაზგასმით აღნიშნა სილვიასთან “განსაკუთრებული კავშირის” არსებობა, რაც “წლების განმავლობაში შემდგარი სხვადასხვაგვარი თანამშრომლობის, ახალი ტალანტების მუდმივი მხარდაჭერის” შედეგია. Pitti Uomo-ს რიგით 104-ე ღონისძიება 13-დან 16 ივნისის ჩათვლით არის დაგეგმილი.