წელს CFDA Fashion Awards-ს 6 ნოემბერს ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმი უმასპინძლებს. დაჯილდოების 42 წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ცერემონია ამ ლოკაციაზე გაიმართება. ღონისძიების წარმდგენი და პარტნიორი ამჯერადაც Amazon Fashion იქნება.

“მოუთმენლად ველი CFDA-ს დაჯილდოების ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმში საზეიმოდ ჩატარებას … ნიუ-იორკის საკულტო ღირსშესანიშნაობაში,” – განაცხადა ამერიკელ მოდის დიზაინერთა საბჭოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარე თომ ბრაუნმა.

თომ ბრაუნი CFDA Fashion Awards-ზე, 2016 წელი © POPSUGAR

პრესტიჟული დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე, CFDA გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციებში ავლენს, მათ შორის: წლის ამერიკელი დიზაინერი ქალის სამოსის კატეგორიაში, წლის ამერიკელი დიზაინერი კაცის სამოსის კატეგორიაში, აქსესუარების წლის ამერიკელი დიზაინერი, წლის ამერიკელი დამწყები დიზაინერი, წლის საერთაშორისო დიზაინერი ქალის სამოსის კატეგორიაში და წლის საერთაშორისო დიზაინერი კაცის სამოსის კატეგორიაში.

2023 წლის CFDA Fashion Awards-ის ნომინანტების ვინაობა სექტემბერში გახდება ცნობილი.