როდესაც საქმე მოდის წამყვან ბრენდებს ეხება, მაღაზიების ინტერიერის დიზაინზე განსაკუთრებული ძალისხმევა იხარჯება. მოდის სახლების საშოპინგო სივრცეები არ არის მხოლოდ ადგილი, სადაც მომხმარებლები მიდიან, სასურველ ნივთს არჩევენ, შემდეგ სალაროსთან განსაზღვრულ თანხას იხდიან და დაწესებულებას ტოვებენ. მაღალი კლასის ბრენდების შემთხვევაში, მაღაზიები მომხმარებელს სერვისსა და უნიკალურ გამოცდილებასაც სთავაზობს. ეს სივრცეები ბრენდის იდენტობას, ისტორიას, აწმყოს გამოხატავს და ერთგვარი საიმიჯო განაცხადია.

ინტერიერისა და სერვისის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებსა და მეტ კრეატიულობასთან გვაქვს საქმე კონცეპტუალური მაღაზიის შემთხვევაში. ზოგიერთმა ბრენდმა შეძლო და ასეთი სივრცეები მოდის მოყვარულთათვის ტურისტულ ღირსშესანიშნაობადაც კი აქცია.

თვალი გადავავლოთ რამდენიმე ცნობილი მოდის სახლის კონცეპტუალურ მაღაზიებს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქალაქში გაიხსნა და მოდის მოყვარულებს ორიგინალური ინტერიერითა და არქიტექტურით დაამახსოვრა თავი.

Comme des Garçons -ნიუ იორკი.

Helmut Lang, ნიუ იორკი.

Ann Demeulemeester, ანტვერპენი.

Rick Owens, ლოს ანჯელესი.

LN-CC, ლონდონი.