ჩინელმა ინფლუენსერმა, Zheng Xiang Xiang-მა, რომელიც ლაივსტრიმებით არის ცნობილი, პროდუქტის რეკლამით კვირაში 13 მილიონი გამოიმუშავა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია აპლიკაცია Douyin-ზე დაყრდნობით ავრცელებს. Douyin სოციალური ქსელია, რომელიც TikTok-ის პრინციპით მუშაობს. რაც შეეხება Zheng-ს, ის პროდუქციის წარდგენის თავისებური მეთოდით არის ცნობილი. ლაივსტრიმის განმავლობაში Zheng ყუთიდან იღებს ნივთს, კამერასთან მის სწრაფ დემონსტრირებას ახდენს და მხოლოდ ფასს ასახელებს. ინფლუენსერის ვიდეოები ამ ტექნიკის წყალობით ვირუსულად გავრცელდა და მის ხელწერად იქცა. ახლა მის ვიდეოებს უამრავი ადამიანი უყურებს.
Zheng Xiang Xiang ლაივსტრიმებით 2017 წლიდან არის დაკავებული. რამდენიმე დღის წინ კი, Douyin-ზე მისი გამომწერების რიცხვმა 500 მილიონს გადააჭარბა.