ჩემენა კამალის Chloé-სთვის შექმნილი სადებიუტო წინა საშემოდგომო კოლექციის სარეკლამო კამპანია პარიზის მიდამოებში, მათ შორის ეიფელის კოშკის ფონზე არის გადაღებული.


კადრებზე აღბეჭდილ ჰაეროვან და ფემინურ ნამუშევრებში მან პარიზული შარმი ჩააქსოვა და სრულყოფილად წარმოაჩინა ის, რისკენაც ბრენდი ისწრაფვის. როგორც დიზაინერმა აღნიშნა, მას სურდა ფოტოებში Chloé-ს ქალის ინსტიქტური ბუნება და მოძრაობა გამოვლენილიყო, ეჩვენებინა, რომ ის რეალობაში ცხოვრობს და თავისუფალია.


2024 წლის შემოდგომის კამპანიის ფოტოები სემ როკმა გადაიღო. მასში მონაწილეობას იღებენ მოდელები: ლია კებედე, ჯესიკა მილერი, სუვი კოპენენი, კრისტინ ლინდსეთი და საფირა კრუმჰაარი.


კოლექცია ხელმისაწვდომია როგორც მოდის სახლის ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ონლაინ, Chloé-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.
ფრენკ ლებონის გადაღებული თანმხლები ვიდეო