ინდუსტრიაში ახალი საინტერესო თანამშრომლობა შედგა. რამდენადაც
კოლაბორაცია თანამედროვე მოდის ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვაა,
იმდენად დიდია ინტერესი ყოველი მომდევნო სიახლის მიმართ, რომელიც
სასურველ პროდუქტს გვთავაზობს. მითუმეტეს, თუ საქმე არტისტის და ბრენდის კოლაბორაციას ეხება.

CHARLES & KEITH ახალი კაპსულა კოლექციის შესაქმნელად, თანამედროვე არტისტთან, ოამულ ლუსთან გაერთიანდა. შედეგად შეიქმნა ფერადი, მსუბუქი, ჰაეროვანი და ფემინური კოლექცია, რომელიც ექსკლუზიური და ლიმიტირებულია. ის აერთიანებს: ხელჩანთას, მხარზე გადასაკიდებელ ჩანთას, პასპორტის ჩასადებსა და საფულეს. სარეკლამო ფოტოებისთვის თვალის შევლებაც საკმარისია, რომ ფოტოების მიღმა შთაგონების წყაროდ ბუნება, სუფთა ჰაერი და ქარის ელემენტები დავინახოთ.

Charles & Keith x Oamul Lu ახალი კაპსულა კოლექცია
Charles & Keith x Oamul Lu ახალი კაპსულა კოლექცია

ოამული საკმაოდ ცნობილი ილუსტრატორია, რომლის ხელწერაც ხშირად უცნაური, თუმცა ძალიან რომანტიკულია. ინსტაგრამსა და ვეიბოზე მისი ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს.

CHARLES & KEITH -ისა და ოამულის ახალი კოლაბორაციის შესაძენათ შეგიძლიათ ეწვიოთ CHARLES & KEITH – ის ოფიციალურ მაღაზიებს თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა და სითი მოლში, საბურთალოზე. 

Charles & Keith x Oamul Lu ახალი კაპსულა კოლექცია
Charles & Keith x Oamul Lu ახალი კაპსულა კოლექცია

რაც შეეხება ბრენდის ისტორიას, CHARLES & KEITH უკვე 20 წელზე მეტია არსებობს. ის 1996 წელს დაარსდა, ხოლო საქართველოში პირველი მაღაზია 2012 წელს თბილისი მოლში გაიხსნა. ბრენდის მთავარი ფოკუსი სწორედ ქალია. ის წარმოადგენს ჩვენზე მორგებული ფეხსაცმლის, ჩანთების, სათვალეებისა და აქსესუარების სრული სპექტრს.

Tags :