მდიდრული ვინტაჟური ნივთების გადამყიდველი კომპანია What Goes Around Comes Around (WGACA) ამაზონის Luxury Stores-თან ითანამშრომლებს, სადაც შეძლებთ შეიძინოთ ვინტაჟური ბირკინი, როლექსის საათი, შანელის Flap ჩანთა ან ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: Missoni, Christopher Kane და Theophilio.

ამაზონი დიდი ხანია ცდილობს “ლაქშერი” ბაზარზე შეღწევას, თუმცა ეს მისი პირველი წარმატებაა. ცნობილია, რომ ამაზონის წარმომადგენლები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცდილობდნენ LVMH-ის დათანხმებას პარტნიორობაზე, მაგრამ ამ საკითხზე ფრანგულ კონგლომერატში კატეგორიულ უარზე იყვნენ. მეტიც, ბერნარ არნო ამაზონს ყალბი ნივთების გაყიდვაშიც კი სდებდა ბრალს.

WGACA-ს ეს გადაწყვეტილება შესაძლოა LVMH-ისა და სხვა “ლაქშერი” ბრენდებისთვის არასასურველი იყოს, თუმცა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სეთ ვეისრმა განაცხადა, რომ “ისინი პირველივე დღიდან ჰყიდდენ ბრენდებს, რომლებსაც სულაც არ სურთ მეორად ბაზარზე ყოფნა.”