ყოველწლიურად Chanel-ის Métiers d’art ჩვენება მოდის სახლის იმ პარტნიორების ოსტატობას მიაგებს პატივს, რომლებიც გასაოცარ არტისტულ სულისკვეთებას ავლენენ თავიანთ საქმიანობაში. შატო შენონსოს შემდეგ, Virginie Viard-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შექმნილი კოლექციის პრეზენტაცია პარიზში, le19M-ში მოეწყო, სადაც შოუს მაყურებლებმა იხილეს ლუქები, რომლებსაც Lemarié-ის კამელიები, Lesage-ისა და Montex-ის ნაქარგები, Maison Michel-ის ქუდები თუ Goossens-ის სამკაულები სრულყოფდნენ.

Chanel Métiers d’art 2021/22

ოთხმოცდაათიანებში ტრადიციას “ანტი-მოდა” უპირისპირდება და მინიმალიზმი დომინანტი ხდება. ჰარმონი კორინმა შეძლო აღებეჭდა წლები, რომლებიც Balenciaga-ს მოდის სახლში მივიწყებულია. “The Lost Tape” ასე უწოდა თავის ახალ კოლექციას დემნამ, რომელიც ირჩევს, რომ ამიერიდან მხოლოდ სახელით მოიხსენიონ. “ჩვენება ეხმიანება დროს, როცა სამოსს ახალი იდეები აცოცხლებდა – ანტი-მოდა, დეკონსტრუქცია, მონოქრომული მინიმალიზმი – და ისინი ყველგან გვხვდებოდა – დაწყებული ინდუსტრიის წარმოდგენიდან, დამთავრებული აქტიური ანდერგრაუნდით,” – ვკითხულობთ ბრენდის ჩანაწერებში.

Balenciaga შემოდგომა 2022 – “The Lost Tape”

გასული თვის ბოლოს Fendi-ის ქალის და Dior-ის მამაკაცის ხაზების შემოქმედებითი ხელმძღვანელი კიმ ჯონსი ლონდონში გამართულ მოდის დაჯილდოებაზე წლის საერთაშორისო დიზაინერად დასახელდა. ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მიღების შემდეგ თავისი პირველი ჩვენება რამდენიმე დღის წინ გამართა. ჯონსმა Dior-ის მოდის სახლისთვის შექმნილი თავისი მორიგი კოლექცია მშობლიურ ლონდონში წარადგინა. ამ სეზონზე ბრიტანელი დიზაინერის მთავარი შთაგონება ამერიკელი მწერალი – Jack Kerouac გახდა.

Dior შემოდგომა 2022