Chanel-ის მოდის სახლის გენერალური დირექტორის პოსტს 52 წლის ლინა ნაირი დაიკავებს. ის ალენ ვერთჰაიმერს ჩაანაცვლებს, რომელიც აღნიშნულ პოზიციას 2016 წლიდან იკავებს, მას შემდეგ, რაც მორინ შიკე თანამდებობიდან გადადგა. შიკე ფრანგულ მოდის სახლს ცხრა წლის განმავლობაში უძღვებოდა.
ლინა Chanel-ის გუნდს Unilever-იდან უერთდება, სადაც ის სამი ათწლეულის განმავლობაში საქმიანობდა. სიახლე ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მას მოდის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. ინდოეთში დაბადებული ნაირი Unilever-ში ადამიანური რესურსების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და 150,000-ზე მეტ თანამშრომელზე იყო პასუხისმგებელი. ამასთანავე, კომპანიის აღმასრულებელთა საბჭოს წევრიც გახლდათ.
ლინა Chanel-ში თავისი ახალი საქმიანობის შესრულებას იანვრიდან შეუდგება. როგორც ცნობილია, კომპანიას ის ლონდონიდან უხელმძღვანელებს. რაც შეეხება ალენს, ის აღმასრულებელი თავჯდომარის პოსტს დაიკავებს.