საშობაო სეზონის მოახლოებასთან ერთად, ფუფუნების ნაწარმზე მოთხოვნაც იზრდება. და თუ ვინმეს Chanel-ის ჩანთის შეძენა სურს, ახლა მასში მეტის გადახდა მოუწევს.

პანდემიის დაწყების შემდეგ, ფრანგულ მოდის სახლში ფასები მეოთხედ გაიზარდა. პირველად ფასებმა ბრენდის ჩანთებზე საგრძნობლად 2020 წლის მაისში მოიმატა –  “11.12”-ის, “2.55”-ის, “Boy”-ის, “Gabrielle”-ისა და “Chanel 19”-ის ღირებულება 5-დან 17%-მდე გაიზარდა. ხუთი თვის შემდეგ, 2020 წლის ოქტომბერში, კვლავ – 5%-ით, მესამედ კი მიმდინარე წლის ივლისში. მაშინ “Chanel 19”-ის ფასმა დამატებით 10%-ით მოიმატა, “Flap” მოდელების ღირებულებამ კი – 15%-ით. დღევანდელი მდგომარეობით, შანელის გარკვეული ჩანთების შეძენად, 15,5%-მდე მეტი ოდენობის თანხის გადახდა არის საჭირო. 

© The Fashion Law / PurseBop

“ყველა მნიშვნელოვანი ფუფუნების ბრენდის მსგავსად, ფასებს რეგულარულად ვადგენთ წარმოების ხარჯებისა და მასალის ღირებულების ცვლილებების გათვალისწინებით ისევე, როგორც გაცვლითი კურსის რყევის მხედველობაში ქონით,” – აღნიშნულია კომპანიის წარმომადგენლის განცხადებაში. მან ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ფასების მომატება მხოლოდ “საკულტო მოდელებს შეეხო, ისეთებს, როგორებიცაა – Timeless Classic და 2.55.”