თბილისის კულტურის კვირეული” კოკა-კოლას ყოფილი ქარხნის უნიკალურ სივრცეში განთავსებული ხელოვნების, მოდისა და კულტურის ცენტრში – Factory Tbilisi-ში გაიმართა. ოთხი დღის განმავლობაში, მიწვეულმა სტუმრებმა ადგილობრივი და საერთაშორისო ნიჭიერი ხელოვანების ნამუშევრები იხილეს. 9-12 მაისის ჩათვლით, მოეწყო: თეატრალური წარმოდგენები, მოდის ჩვენებები, მუსიკალური კონცერტები, სამხატვრო, ფოტოგრაფიული და კოსტიუმირებული გამოფენები.

Fashionholics Online რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას ციფრული გადახდების გლობალურ ლიდერთან, Mastercard-თან ერთად აშუქებდა, რამდენადაც სწორედ Mastercard გახლავთ “თბილისის კულტურის კვირეულის” ერთ-ერთი პარტნიორი.

რა თქმა უნდა, სახელოვნებო ღონისძიებებთან ერთად, ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა “თბილისის კულტურის კვირეულზე” მიწვეული სტუმრების სტილი. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული ღონისძიება არ იყო მოდის კვირეული, სტუმრების ჩაცმის სტილი მაინც საინტერესოა, რადგან კულტურული კვირეული კიდევ უფრო მრავალფეროვან სურათს წარმოაჩენს – აერთიანებს ადამიანებს ხელოვნების ყველა სფეროდან. სწორედ აქედან გამომდინარეობს ის ეკლექტურობა, რომელიც გასული ოთხი დღის განმავლობაში, კვირეულის სტუმრების სტილში შეიმჩნეოდა.

ვიხილეთ, როგორც თანამედროვე, ქუჩის სტილისათვის დამახასიათებელი სილუეტები და დეტალები, აგრეთვე კლასიკური, მეტად ზომიერი და კონსერვატული ლუქები. ამ სტატიაში კი, გიზიარებთ რამდენიმე მათგანს.

ფოტოგრაფი: გიორგი ინდუაშვილი