ამერიკელ მოდის დიზაინერთა საბჭო (CFDA) Sotheby’s-თან ერთად ექსკლუზიური აუქციონის მოწყობას გეგმავს, რომელზეც წამყვანი ამერიკელი დიზაინერების ნამუშევრები იქნება გამოტანილი. პირველი საერთო ინიციატივის ფარგლებში მოწყობილ გამოფენაზე შესაძლებელი იქნება იმ კონკრეტული პერიოდებისა და ჟანრების ხილვა, რომელთა დამსახურებითაც ამერიკულმა მოდამ გლობალური გავლენა მოიპოვა.

© Sotheby’s
აუქციონი “სოთბისის” სივრცეში 27 ნოემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით მოეწყობა. მასზე წარმოდგენილი იქნება საბჭოს წევრებისა და ამერიკული მოდის კოლექტორების მიერ გადაცემული ცნობილი ისტორიული ნივთები და იშვიათი ნამუშევრები. გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად CFDA Foundation-ს მოხმარდება, რომელიც უზრუნველყოფს სტიპენდიების დაწესებასა და ამერიკული მოდის ახალი თაობის წარმომადგენლების ბიზნესის მიმართულებით სწავლებასა და მხარდაჭერას.