6 ნოემბერს ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმმა 2023 წლის CFDA Fashion Awards-ს უმასპინძლა. დაჯილდოების 42 წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ცერემონია ამ ლოკაციაზე გაიმართა. ღონისძიების წარმდგენი და პარტნიორი ამჯერადაც Amazon Fashion იყო. საღამოზე წამყვანის ამპლუაში აკადემიის ჯილდოს მფლობელი მსახიობი ენ ჰეთეუეი მოგვევლინა.

ყოველწლიურ ცერემონიაზე საპატიო ჯილდოები სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილ ამერიკული მოდის წარმომადგენლებს გადაეცათ. გარდა ამისა, წლის საერთაშორისო დიზაინერიც გამოვლინდა. საპატიო ჯილდო ირლანდიელმა დიზაინერმა ჯონათან ანდერსონმა მიიღო, რომელიც ამჟამად Loewe-ს შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობას იკავებს და საკუთარ დაარსებულ ბრენდ JW Anderson-ს ხელმძღვანელობს.

“მოდის აიქონის” წოდება სერენა უილიამს ერგო, წლის ამერიკელ ქალის სამოსის დიზაინერად Khaite-ის კეტრინ ჰოლსტეინი დასახელდა, The Row-ს მერი-ქეით და ეშლი ოლსენებმა კი აქსესუარების წლის ამერიკელი დიზაინერების სტატუსი დაიმსახურეს.

მოდელი კოკო როშა 2023 წლის CFDA Fashion Awards-ზე © Vogue / Getty Images

გამარჯვებულების სრული სია

Fashion Icon – ვარსკვლავი გამორჩეული სტილით
Serena Williams

სამეურვეო საბჭოს ჯილდო
Vera Wang

ელეონორ ლამბერტის სახელობის დამფუძნებელთა ჯილდო
Domenico De Sole

ჯოფრი ბინის სახელობის Lifetime Achievement Award
Maria Cornejo

იუგენია შეპარდის სახელობის ჯილდო მოდის პრესის განვითარებისთვის
Alina Cho

ჯილდო გარემოს დაცვის საკითხებში მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის
Mara Hoffman

ჯილდო ინოვაციურობისთვის, წარმდგენი Amazon Fashion
Goop

წლის ამერიკელი დიზაინერი – ქალის სამოსი
Catherine Holstein, ბრენდი: Khaite

წლის ამერიკელი დიზაინერი – კაცის სამოსი
Willy Chavarria

აქსესუარების ამერიკელი დიზაინერი
Ashley Olsen & Mary-Kate Olsen, ბრენდი: The Row

დამწყები ამერიკელი დიზაინერი
Rachel Scott, ბრენდი: Diotima

წლის საერთაშორისო დიზაინერი
Jonathan Anderson, ბრენდები: J.W. Anderson & Loewe