7 ნოემბერს ნიუ-იორკში CFDA-ს დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია გაიმართა. ორგანიზაციის დაარსებიდან 60 წლის თავზე, ღონისძიებაზე საპატიო ჯილდოები სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილ ამერიკული მოდის წარმომადგენლებს გადაეცათ. წელს “მოდის აიქონის” სტატუსი Lenny Kravitz-ს ერგო, წლის ამერიკელ ქალის სამოსის დიზაინერად Khaite-ის Catherine Holstein-ი დასახელდა, Law Roach-ი კი ამერიკის მოდის საბჭოს წლის სტილისტისთვის განკუთვნილი პირველი ჯილდოს მფლობელი გახდა.
გამარჯვებულები
Fashion Icon – ვარსკვლავი გამორჩეული სტილით
Lenny Kravitz
სამეურვეო საბჭოს ჯილდო
Virgil Abloh
ჯილდო ინდუსტრიაში პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობისთვის
Prabal Gurung, Laura Kim, Phillip Lim, Tina Leung და Ezra William.
ელეონორ ლამბერტის სახელობის დამფუძნებელთა ჯილდო
Andrew Bolton & Wendy Yu
ჯოფრი ბინის სახელობის Lifetime Achievement Award
Laurie Lynn Stark & Richard Stark
იუგენია შეპარდის სახელობის ჯილდო მოდის პრესის განვითარებისთვის
Patti Wilson
ჯილდო გარემოს დაცვის საკითხებში მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
ჯილდო ინოვაციურობისთვის
კიმ კარდაშიანის – SKIMS
წლის სტილისტი
Law Roach
წლის ამერიკელი დიზაინერი – ქალის სამოსი
Catherine Holstein, ბრენდი: Khaite
წლის ამერიკელი დიზაინერი – კაცის სამოსი
Emily Adams Bode Aujla, ბრენდი: Bode
აქსესუარების ამერიკელი დიზაინერი
Raul Lopez, ბრენდი: Luar
დამწყები ამერიკელი დიზაინერი
Elena Velez