გუშინ ნიუ-იორკში ამერიკის მოდის საბჭოს ყოველწლიური დაჯილდოება გაიმართა. გთავაზობთ CFDA Awards 2019 – ის გამარჯვებულებს:

წლის ქალის სამოსის დიზაინერი
გამარჯვებული: ბრენდონ მაქსველი

ნომინანტები: ბრენდონ მაქსველი, მარკ ჯეიკობსი, ქეით მულევი და ლაურა მულევი, როზი ასულინი და სანდერ ლაკი.

წლის კაცის სამოსის დიზაინერი
გამარჯვებული: რიკ ოუენსი

ნომინანტები: მაიკ ამირი, ვირჯილ აბლო, კერბუ ჯენ-რეიმონდი, რიკ ოუენსი და თომ ბრაუნი.

წლის აქსესუარების დიზაინერი
გამარჯვებულები: ოლსენები (ბრენდი: The Row)

ნომინანტები: ჯენიფერ ფიშერი, ვირჯილ აბლო, ტაბითა სიმონსი, ტელფარ კლემენსი, ეშლი ოლსენი და მერი-ქეით ოლსენი.

წლის საერთაშორისო დიზაინერი

გამარჯვებული: სარა ბარტონი (ბრენდი: Alexander McQueen)

წლის დამწყები დიზაინერი
გამარჯვებული: ემილი ადამსი (ბრენდი: Bode for Bode)

ნომინანტები: ემილი ადამსი, ბეთ ბაგდაიქეი, ქეთრინ ჰოლსტეინი, ჰერონ პრესტონი, სარა სტოდინგერი და ჯორჯ აუგუსტო.

სტილის აიქონი

გამარჯვებული: ჯენიფერ ლოპესი

დამფუძნებელთა საპატიო ჯილდო

გამარჯვებული: კარინ როიტფელდი

ჯოფრი ბინის სახელობის Lifetime Achievement Award

გამარჯვებული: ბობ მაკი

ჯილდო მოდის პრესაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

გამარჯვებული: ლინ იაგერი

ჯილდო პოზიტიური ცვლილებებისთვის

გამარჯვებული: ეილინ ფიშერი

CFDA – ს დაჯილდოების ქალის, მამაკაცის, დამწყები დიზაინერის და აქსესუარების კატეგორიები მეტწილად მორგებულია ამერიკის მოდას. სწორედ ამიტომ არ იყვნენ ნომინანტებში საერთაშორისო ბრენდები, მაგალითად: ალესანდრო მიკელეს გუჩი, პიერპაოლო პიჩოლის ვალენტინო, დემნა გვასალიას ბალენსიაგა, ედი სლიმანის სელინი და რიკარდო ტიშის ბარბერი. ვინაიდან CFDA არის ამერიკის მოდის საბჭო, დაჯილდოებაზე ყურადღებას უთმობენ ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე არსებულ ტალანტებს. დაჯილდოების ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულად მოსაპოვებელი საპატიო ჯილდოებია, რადგან საერთაშორისო მასშტაბით გაიცემა. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ წელს CFDA – ს ვარსკვლავი დიზაინერი სარა ბარტონია.

Tags : popular