კოსმეტიკისა და თავის მოვლის ბიზნესს კიდევ ერთი გავლენიანი მოთამაშე ემატება. Celine Beauté-მ პირველი პროდუქტი – ტუჩსაცხი წარადგინა. ფრანგული მოდის სახლმა, კოსმეტიკური ხაზი პირველად 2019 წელს, ედი სლიმანის ხელმძღვანელობით შექმნა, თუმცა მიუხედავად ამისა, დღემდე, ბრენდს მაკიაჟის პროდუქტი არ გამოუშვია.

სიახლის შესახებ ცნობილი ბრენდის 2024 წლის ზამთრის კოლექციის ციფრულ პრეზენტაციაზე გახდა. ფრანგი დიზაინერის გადაწყვეტილებით, სელინმა ამჯერადაც გამოტოვა მოდის კვირეულები და შოუ დამოუკიდებლად, ციფრულ ფორმატში მოაწყო. კოლექციაში ჭარბობს 1960-იანი წლების გავლენა, კლასიკური სილუეტები და ქსოვილები, რომლებიც მუდამ აქტუალური და მოთხოვნადია.

რაც შეეხება ახლადაანონსებულ ტუჩსაცხის ხაზს, სახელწოდება “Le Rogue Celine” იქნება. 15 ფერისაგან შემდგარი კოლექცია გაყიდვაში 2025 წელს გამოვა.