კაია გერბერი Celine-თან თანამშრომლობას აგრძელებს. ამჯერად ის მონაწილეობას იღებს მოდის სახლის 2023 წლის ზამთრის კოლექციის კამპანიაში.

ფოტოებზე კაიას Celine-ს მზის სათვალეების “Triomphe” მოდელით, ჟილეტში, ვიწრო ჯინსებში, “Chasseur” სტილის პიჯაკსა თუ მოქარგულ მოკლე კაბაში შემოსილს ვხედავთ. შავ-თეთრ პორტრეტებზე აღბეჭდილ მის ლუქებს ჩანთები – “Abbey” და “Newspaper Triomphe” სრულყოფს.

კამპანია Celine-ს კრეატიულმა დირექტორმა ედი სლიმანმა ლოს ანჯელესში, 2023 წლის იანვარში გადაიღო. “Age Of Indieness” კოლექციის ჩვენება კი 2022 წლის დეკემბერში ასევე ლოს ანჯელესში გაიმართა და უკვე ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ონლაინ.

კაია გერბერი Celine-ს ჩვენებებსა და კამპანიებში უკვე არაერთხელ ვიხილეთ, მათ შორის მოდის სახლის 2022 წლის ზაფხულის და 2022 წლის ზამთრის კამპანიებში და მან ყოველ ჯერზე დაგვარწმუნა, რომ ედი სლიმანის ხედვას იდეალურად ერგება.