მაჯის საათი მრავალი ადამიანის სტილის განუყოფელი ნაწილია. გარდა მისი მთავარი დანიშნულებისა – გვაჩვენოს დრო, მაჯის საათს დიდი წვლილი შეაქვს თითოეული ჩვენგანის იმიჯის ჩამოყალიბებაში და თუ მას გონივრულად შევარჩევთ, საზოგადოებას საკუთარ თავზე სწორ წარმოდგენას შევუქმნით.

ბაზარზე საათების მწარმოებელ უამრავ ბრენდს შორის, რამდენიმე განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს. მათ შორის არის იაპონური ბრენდი Casio, რომელიც მომხმარებელს მაღალ ხარისხს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. საქართველოში Casio-ს სხვადასხვა ხაზის მაჯის საათების შეძენა მაღაზიათა ქსელ TI’ME-ში არის შესაძლებელი.

Casio-ს თითოეული პროდუქტი, იქნება ეს კალკულატორები, ციფრული კამერები თუ მაჯის საათები, კრეატიულობას და პრაქტიკულობას ეფუძნება. ბრენდი ინოვაციისა და ორიგინალურობის სინონიმად შექმნის მომენტიდან, 1946 წლიდან იქცა. კომპანიაში მაჯის საათების წარმოება 1970-იან წლებში დაიწყეს, როდესაც 1974 წელს ავტომატური კალენდრით აღჭურვილი პირველი ელექტრონული საათის მოდელი “Casiotron QW02” გამოუშვეს.

დღესდღეობით, Casio ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია. ის შეუცვლელი ვარიანტია მათთვის, ვინც უპირატესობას მაღალ ხარისხს ანიჭებს და, ამავდროულად, არჩევანს ბიუჯეტურ აქსესუარზე აკეთებს. Casio-ს პროდუქტები გამძლე მასალებისგან არის დამზადებული, რომლებიც  მაჯის საათებს ისეთი მახასიათებლებით უზრუნველყოფს, როგორებიცაა – შოკისადმი გამძლეობა და წყლის წნევის წინააღმდეგობა. თითოეული პროდუქტის მიღმა არსებული შემოქმედებითი პროცესის მიზანი მომხმარებლებისთვის სიამოვნების მინიჭება, მათი აღტაცებაში მოყვანა და გაბედნიერებაა.

მაღაზიათა ქსელ TI’ME-ში საშუალება გაქვთ შეიძინოთ იაპონური ბრენდის სხვადასხვა სტილის მაჯის საათები, მათ შორის: ყოველდღიური, ვინტაჟური, სპორტული და კლასიკური მოდელები. დიზაინსა და ფუნქციურობაში გამოხატული მრავალფეროვანი ასორტიმენტი, საშუალებას აძლევს სხვადასხვა გემოვნების მქონე ადამიანებს აღმოაჩინონ მოდელები, რომლებიც ყველაზე უკეთ ერგება მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს. 

Casio-ს კოლექციების დათვალიერება და შეძენა შეგიძლიათ როგორც TI’ME-ის ფიზიკურ, ისე ონლაინ მაღაზიაში. TI’ME-ის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად ეწვიეთ მაღაზიის ფეისბუქ და ინსტაგრამ პროფილებს ან ოფიციალურ ვებგვერდს.