ამერიკის მუსიკალურ დაჯილდოებას ლოს-ანჯელესმა უმასპინძლა. საღამოს დიდ გამარჯვებულებს შორის დასახელდნენ: ტეილორ სვიფტი, დრეიკი, არიანა გრანდე, BTS, ქარდი ბი, ოლივია როდრიგო. გარდა იმისა, რომ ქარდი ბიმ გაიმარჯვა საუკეთესო ჰიპ-ჰოპ სიმღერის კატეგორიაში, სინგლით “Up”, რეპერმა პრესის და გულშმატკივრების ყურადღება განსხვავებული იმიჯითაც მიიქცია.
ამერიკული მუსიკის დაჯილდოება ლოს-ანჯელესში – ქარდი ბის აცვია Schiaparelli
ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე Schiaparelli-ს ოქროს ნიღბით გამოჩნდა. მას ბრენდის შემოქმედებითი დირექტორის, დენიელ როუზბერის მიერ შექმნილი შავი კაბა ამშვენებდა. ადვილი შესამჩნევია, რომ ინკოგნიტო იმიჯი მოდაში პოპულარული ხდება, ქარდის ახალი ლუქი ამის კიდევ ერთი დასტურია.