Michael Kors-ის, Versace-სა და Jimmy Choo-ს მფლობელი კომპანია, Capri Holdings 2023 წლის მოსალოდნელ შემოსავალს ამცირებს, რის შედეგადაც კომპანიის აქციები 20%-ით დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ მოდის სამყარო ინფლაციას სხვა ინდუსტრიებთან შედარებით, უკეთ მოერგო, მზარდი ფასები ლაქშერი ბაზრის მომხმარებლებისთვისაც დიდ დარტყმად იქცა. ამის გამო, მოთხოვნა კომპანიის მფლობელობაში არსებული ბრენდების ნივთებზე მოსალოდნელზე ბევრად დაბალია.

ექსპერტებმა ჯერ კიდევ 2021 წელს ივარაუდეს, რომ ხელმისაწვდომი ლაქშერი ბრენდები, როგორიცაა, მაგალითად მაიკლ კორსი, უფრო მეტად იგრძნობენ ინფლაციის შედეგებს, ვიდრე მაღალი დონის ლაქშერი ბრენდები, მაგალითად ერმესი და დიორი, რადგან პირველის სამიზნე აუდიტორია ახალგაზრდა თაობაა, რომელთა შემოსავალიც ერმესის და დიორის კლიენტებისგან განსხვავებით, ბევრად უფრო არასტაბილურია.

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ბაზრებიდან მაიკლ კორსის შემოსავლებმა 2021 წლის მესამე კვარტალში, 4.5%-ით, 777 მილიონ დოლარამდე დაეცა, ხოლო ბრენდის სიდიდით მეორე, ჩინეთის ბაზარზე გაყიდვებმა 18%-ით იკლო. აქედან გამომდინარე, წლევანდელი შემოსავალი, მოსალოდნელი 5.7 მილიარდი დოლარის მაგივრად, 5.56 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული.