კანის კინოფესტივალის მასშტაბებიდან გამომდინარე, რთულია შექმნა იმიჯი, რომელიც ყველასგან გამოგარჩევს. ეს არის ღონისძიება, რომლისთვისაც თანამედროვე კულტურის უდიდესი სახეები თვეების განმავლობაში ემზადებიან. “ჩვენ ყველას გვსურს გავაკეტოთ განაცხადი, რომელიც ერთდროულად იქნება თანამედროვე და მარადიული,” – ამბობს ერინ ვოლში, ენ ჰეტევეის სტილისტი.
სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, რომ მოდას, რომელიც რაც დრო გადის, უფრო მჭიდროდ ხდება დაკავშირებული კინო ინდუსტრიასთან, ჰყავს თავისი ფავორიტები. საკმარისია დავასახელოთ ზენდეია, რომელსაც გასულ წელს, ამერიკის დიზაინერთა საბჭომ Fashion Icon-ის ჯილდოც გადასცა. მიუხედავად იმისა, რომ ენ ჰეტევეის მინიმალისტური სტილი საზოგადოების ყურადღების მიღმა არასდროს რჩებოდა, წარსულში, მისი სახელი მოდის გამოცემებში ხშირად არ გვხვდებოდა. სწორედ ამიტომ შეგვიძლია ვუწოდოთ მას კანის კინოფესტივალის სტილის მოულოდნელი ვარსკვლავი.
“რა თქმა უნდა ძალიან გვახარებს ასეთი გამოხმაურება, მაგრამ ყველაფერს კარგი შეფასებებისთვის არ ვაკეთებთ. ნამდვილად სასიხარულოა, რომ ჩვენმა არჩევანმა მოწონება დაიმსახურა, თუმცა მთავარი მხოლოდ ეს არ არის”- სტილისტი ერინ ვოლში. “საინტერესო ისაა, რომ ყველა კოსტიუმი ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ ვერ გამოვარჩევ – ყველა მომწონს.”
გუჩი, ლუი ვიტონი, სკიაპარელი, ვალენტინო და არმანი – მიუხედავად იმისა, რომ შერჩეული ბრენდების სია მართლაც მრავალფეროვანია, Armani Privé-ის თეთრი კოსტიუმი, Bulgari-ის ძვირფას სამკაულთან ერთად, ყველაზე სრულყოფილად წარმოაჩენს მთავარ განაცხადს, თანამედროვე და ამავდროულად მარადიული სტილის იდეაზე.