20 მაისს, კანის კინოფესტივალზე ახალი ფრანგული ფილმის, Frère et Soeur-ის პრემიერა შედგა. წითელ ხალიჩაზე კინოსურათის ვარსკვლავი, მარიონ კოტიანი შანელის უახლესი სამოსით წარსდგა. მარიონმა ამჯერადაც სტილისტ ელიოტ ბლისთან ითანამშრომლა.

მარიონ კოტიარი კანის კინოფესტივალზე / ვიტორია ჩერეტი შანელის ჩვენებაზე

ფრანგული კინოს და მოდის ვარსკვლავს Chanel-ის 2023 წლის კრუიზული კოლექცია ეცვა, რომლის ჩვენებაც გასულ თვეს, მონაკოში გაიმართა. მარიონ კოტიარი შანელის საერთაშორისო ელჩია, ის ბრენდის საკულტო სუნამოს, CHANEL N°5-ს უწევს რეკლამას.