
ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან, მოდის სამყაროში CALVIN KLEIN ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი კამპანიებით – მინიმალისტური ესთეტიკით, შავ-თეთრი ფოტოებით გამოხატული ბრენდის ავთენტური ენერგეტიკა მუდამ იქცევდა ყურადღებას.
ამჯერად CALVIN KLEIN-მა მასშტაბური კამპანია გამოაქვეყნა, რომელიც ბრენდის 2023 წლის გაზაფხულის კოლექციას წარადგენს. ვიდეოების სერიაში მონაწილეობენ მოდის, კინოს, მუსიკის და ზოგადად პოპ-კულტურის ცნობილი სახეები. ახალი კამპანიის წარმდგენი სახეები არიან: კენდალ ჯენერი, FKA twigs, აარონ ტეილორ-ჯონსონი და BLACKPINK-ის ჯენი.
წარმოდგენილ შავ-თეთრ ვიდეოებში ბევრი სახასიათო დეტალია, მაგალითად FKA TWIGS-ის რგოლში თავად არტისტის ტრეკი ჟღერდება და რაც ყველაზე მთავარია – ამ სიმღერის დებიუტი სწორედ CALVIN KLEIN-ის კამპანიაში შედგა.
კამპანიაზე მოდის ფოტოგრაფიის ცნობილმა დუეტმა, მერთ ალასმა და მარკუს პიგოტმა იმუშავეს.
ნახეთ ვიდეოები CALVIN KLEIN-ის 2023 წლის გასაფხულის კოლექციის კამპანიიდან:
BLACKPINK-ის ჯენი:
FKA twigs:
კენდალ ჯენერი:
აარონ ტეილორ-ჯონსონი: