ჯეიმს ჩარლზის კარიერა დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო. მაშინ, თათი ვესტბრუკმა (@GlamLifeGuru) რამდენჯერმე მიიწვია თავის არხზე დამწყები 17 წლის მაკიაჟის არტისტი. ორ წელიწადში ჯეიმსს 16 მილიონზე მეტი გამომწერი ყავდა, ჰქონდა კოლაბორაცია MORPHE-სთან და წინა ორშაბათს YouTube-მა მეტ გალაზეც კი მიიწვია. ეს ყველაფერი 19 წლის ასაკში.
ჯეიმსი გეია, ამაზე ხშირად უსაუბრია თავის ვიდეოებში, თუმცა ახალი ფაქტების გათვალისწინებით მისი საუბრები მამაკაცებზე ახალ კონტექსტს იძენს. მაგალითად, ჯერ კიდევ შარშან, როდესაც მას სტუმრად შეინ დოუსონი და რაილენდ ადამსი ჰყავდა, ჯეიმსმა აღიარა, რომ მოსწონს ნატურალები, იმიტომ, რომ „მათი მამაკაცურობა მის ფემინურობას აბალანსებენ“ და რომ „გეი მამაკაცები მისთვის არანაირ გამოწვევას არ წარმოადგენენ“. ამავე ვიდეოში ჯეიმსმა ისიც აღიარა, რომ მისი Tinder-ის პროფილი დაიბლოკა catfishing-ის გამო. ახლა ისიც გაირკვა, რომ ამავე პროფილზე მას მდედრობითი სქესი ჰქონდა მითითებული. ტვიტერზე რამდენიმე ნატურალმა ბიჭმა ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე ჯეიმსთან, ძირითადად არაკომფორტულ ჩახუტებებზე, რომლებიც ნორმალურზე ბევრად უფრო დიდხანს გრძელდებოდა, ან უხერხულ ფრაზებზე, რომლებიც უმეტეს წილად მამაკაცების სასქესო ორგანოებზე იყო. გამოქვეყნდა ასევე შეტყობინებების სქრინებიც. მომღერალმა ზარა ლარსონმა „დატვიტა“, რომ ჯეიმსი მის შეყვარებულსაც წერდა.
ამ ყველაფერზე არავინ საუბრობდა მანამ, სანამ თათი ვესტბრუკმა 43 წუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა სათაურით BYE SISTER, სადაც ამ თემის გარშემო ისაუბრა და ისიც დაამატა, რომ ჯეიმსი მამამისის თანდასწრებით საუბრობდა ბიჭებზე და მათ გენიტალიებზე, იმაზე, რომ არ არსებობს ასი პროცენტით ნატურალი ადამიანი, ასევე თათის დაბადების დღეზე ყველას თანდასწრებით საუბრობდა იმაზე, თუ რას უზავდა მიმტან ბიჭს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ის გეი არ იყო. თათის თქმით, მეორე დღეს სტუმრებთან გადარეკა და ჯეიმსის საქციელის გამო ბოდიში ყველას მოუხადა. თუმცა დრამა სულ სხვა მიზეზით დაიწყო.
თათი ვესტბრუკმა 2018 წელს დააარსა კომპანია Halo Beauty, რომლის პირველი პროდუქტი საკვები დანამატები/ვიტამინები იყო. მანამდე, მსგავს პროდუქტს დიდი კომპანიებიდან აწარმოებდა მხოლოდ Sugar Bear Hair , შესაბამისად თათის კომპანიის ყველაზე დიდი კონკურენტიც Sugar Bair Hair არის. თათის კომპანია არც ერთ YouTube თუ Instagram გვერდზე არ დარეკლამებულა, მაგრამ თათიმ ახსენა, რომ ამ თემაზე საუბრისას ჯეიმსი ამბობდა, რომ ვერ ისაუბრებდა თავის არხზე ვიტამინებზე, რადგან მისი გამომწერები 13-17 წლის ბავშვები არიან, თუმცა Sugar Bair Hair-ს არასდროს გაუწევდა რეკომენდაციას, რადგან არ მოსწონდა პროდუქტი და რომ თათის 100% უჭერდა მხარს. მიუხედავად ამისა, წლევანდელი ქოაჩელას შემდეგ, ჯეიმსმა ინსტაგრამ სთორიში Sugar Bear Hair-ის დანამატები და მათი საძილე ტაბლეტები დაარეკლამა ჰეშთეგით AD (advert). ჯეიმსმა ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ ქოაჩელაზე არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა, ხოლო ამ კომპანიამ მას დაცვა და სპეციალური Pass შესთავაზა ინსტა სთორის და Swipe up-ის სანაცვლოდ.
პარასკევის შემდეგ თათის ვიდეოს BYE SISTER-ს 32 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, ხოლო მისი გამომწერები 5 მილიონიდან თითქმის 9 მილიონზე ავიდა. ჯეიმსმაც დადო ვიდეო სახელად tati, 8 წუთიანი ბოდიში თათისა და მისი მეუღლის, ჯეიმსისთვის. შაბათ-კვირის განმავლობაში ჯეიმსმა მილიონზე მეტი გამომწერი ინსტაგრამზე, ხოლო 3 მილიონზე მეტი გამომწერი YouTube-ზე დაკარგა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თათის ვიდეო რამდენიმე საათი იტრენდებოდა და პირველ ადგილზეც იყო, თუმცა მალევე მოიხსნა ტრენდების სიიდან, მაშინ როდესაც ჯეიმსის ვიდეო ბევრად ნაკლები ნახვით მაინც იტრენდებოდა. ჯეიმსი YouTube-ს აღმასრულებელი დირექტორის, სუზან ვუჩიცკის ახლო მეგობარია. შესაძლოა დამთხვევაა, მაგრამ რეალურია ის მოსაზრებაც, რომ YouTube ჯეიმსის კარიერის გადარჩენას ცდილობს.
მას გამოწერები ჯეფრი სტარმა, კაილი ჯენერმა, შეინ დოუსონმა, კიმ კარდაშიანმა, მაილი საირუსმა, შონ მენდესმა, დემი ლოვატომ, ქეითი ფერიმ, იგი აზალეამ და ლორა ლიმ გაუუქმეს (ბოლო ნამდვილად ირონიულია). ჯეფრი სტარმა თვითებში, რომლებიც ახლა უკვე წაშლილი აქვს, დაწერა, რომ ნეითმა (ჯეფრის შეყვარებული) ჯეიმსს აუკრძალა მათ სახლში გამოჩენა, რომ რასაც თათი ამბობს BYE SISTER ვიდეოში სრული სიმართლეა. Let’s be honest: when Jeffree is coming for you, girl, you’re cancelled.