Burberry-ს ახალი კამპანია ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ჰარლი ვეირმა იბიცაზე გადაიღო. მოდელების მრავალფეროანი შემადგენლობა რეკლამას უწევს დენიელ ლის კრეატიული დირექტორობით შექმნილ 2024 წლის ზაფხულის სეზონის საცურაო სამოსს, რომელზეც მოდის სახლის საკულტო ჩეკის პრინტი არის წარმოდგენილი.

© Burberry

გარდა საცურაო კოსტიუმებისა, ფოტოებზე ასევე აღბეჭდილია ნაქსოვი ჟაკეტი, თრენჩი ჩეკით, გამორჩეული დიზაინის სათვალეები და პირსახოცი ცხენოსანი რაინდის ლოგოთი.

© Burberry

მზის მცხუნვარე სხივებ ქვეშ ჰამაკში მოსვენებულ მდგომარეობაში მყოფი, სანაპიროზე მჯდომი თუ კამკამა წყალში მოცურავე ქალების კადრები საზაფხულო განწყობას ქმნის და სათანადოდ წარმოაჩენს ბრიტანული ბრენდის კოლექციას.

© Burberry