ბრიტანული ბრენდი ბარბერი განაგრძობს ტექნოლოგიურ ინოვაციებზე მუშაობასა და აზიურ მარკეტზე გაფართოებას. ამჯერად, ბარბერი, Elle-ს ციფრულ გამოცემასთან ერთად, იაპონიაში ვირტუალურ მაღაზიას ხსნის, რომელიც ბრენდის სათავო მაღაზიის ერთგვარი გამეორება იქნება.

Fashionunited UK

ვირტუალური მაღაზია 18 აპრილიდან ამოქმედდება Elle Japan-ისა და Ellegirl Digital Japan-ის ვებსაიტებზე, ისევე, როგორც burberry-ginza.com-ზე. ბარბერის “გაციფრულება” მომგებიანი აღმოჩნდა ბრენდისთვის აზიურ მარკეტზე. ჩვენებების ნახვები და ინტერაქციული თამაშები ჩინეთში ძალიან პოპულარულია, რაც გაყიდვებზეც შესაბამისად აისახა. ბრენდის წარმომადგენლების თქმით, ისინი ცდილობენ გააფართოვონ შემოქმედებითი აზროვნება, გააერთიანონ ფიზიკური და ციფრული გამოცდილება და შექმნან პერსონალური მომსახურება ლაქშერი სეგმენტში. ახალ ციფრულ მაღაზიაში მომხმარებლებს შეეძლებათ შეიძინონ ბარბერის გაზაფხული-ზაფხული 2021-ის სამოსი.