ბრიტანული ბრენდის ახალი კოლაბორაცია მოდის ინდუსტრიის ფარგლებს სცდება. ამჯერად, ბარბერი ძვირადღირებული მოტოციკლის მწარმოებელ ფრანგულ კომპანიასთან, DAB Motors-თან გაერთიანდა. ახალი მოდელი ნაკლებ სამრეწველო ნარჩენებს გამოჰყობს და მაქსიმალურად ამცირებს ეკოლოგიური დაბინძურების მასშტაბებს. გარდა ამისა, მოტოციკლი არ იწვევს ხმაურს და არ ტოვებს სუნს.
რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, დიზაინზე ბარბერის კრეატიულმა დირექტორმა, რიკარდო ტიშიმ იმუშავა. მოტოციკლი წარმოდგენილია ნაცრისფერ და მუქ ლურჯ ფერებში, დასაჯდომი კი დაფარულია ბარბერის საკულტო TB მონოგრამით.

მოტოციკლის შეძენა უკვე შესაძლებელია Burberry -ის ლონდონის, დუბაის, ნიუ-იორკის, ტოკიოს და ლოს ანჯელესის მაღაზიებში. მისი ღირებულება 29,900 ევროს შეადგენს.