მას შემდეგ, რაც ინტერნეტმა თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში აქტიურად შეაღწია, ბევრი რამ, მათ შორის ტრადიციული მედია საშუალებები, მიდგომები და ინფორმაციის მოძიების გზები, დიდწილად შეიცვალა. ახალი რეალობისათვის ფეხის ასაწყობად საჭირო გახდა კონკრეტული მიმართულებებით ცოდნის გაუმჯობესება.

სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ინგლისური ენა, რომელიც არა მხოლოდ მინიმალური მოთხოვნაა  შრომით ბაზარზე, არამედ – პიროვნების თანამედროვე ცოდნისა და ზოგადი  ცნობიერების ერთგვარი გარანტი. იმისათვის რომ მუდმივად ეცნობოდე გლობალურ მოვლენებს, პოლიტიკაში, პოპ-კულტურაში, მოდასა თუ ნებისმიერ სხვა სფეროში, შექმნა მედია კონტენტი, რომლის მიზანია შემოიკრიბოს თანამედროვე მკითხველი, ინგლისურ ენაზე ინფორმაციის მიღებისა და გაცემის უნარი, არანაკლებ საჭიროა, ვიდრე ტრადიციული აკადემიური განათლება.

2023 წელს, „ბრიტანულ ცენტრს“ 20 წელი უსრულდება. ამ დროის განმავლობაში, კომპანიამ არაერთ წარმატებას მიაღწია. საკმარისია გავიხსენოთ, რომ მათ საქართველოში ქალანის მეთოდის გამოყენების ექსკლუზიური უფლებამოსილება მოიპოვეს და „ონლაინ“ რეჟიმში სწავლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კურსი შექმნეს, რომელიც დროის დაზოგვით, კომფორტულ პირობებში, ინგლისური ენის სწავლის მსურველებს სასურველი შედეგის მიღწევაში ეხმარება. თუმცა ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენს ყურადღებას იქცევს კომპანიის კომუნიკაციის გზები, რომლებიც იმდენად ზუსტად და იდეალურად არის მორგებული თანამედროვე ინტერნეტ სამყაროს და ტენდენციებს, რამდენადაც თანამედროვე სწავლების მეთოდებს. დროთა განმავლობაში, „ბრიტანულ ცენტრი“ მართლაც რომ ჩამოყალიბდა მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულ თანამედროვე სივრცედ, რომელიც ძალიან კარგად იცნობს თავის მომხმარებელს, ყველა იმ მოთხოვნითა და საჭიროებით, რაც მათ აქვთ. 

„ბრიტანული ცენტრის“ ერთ-ერთ კამპანიაში, წარმატებული ქართველი მოდელი, თათია ახალაია ვიხილეთ. ვიდეოში, Dolce & Gabbana-ს და Elie Saab-ის რჩეული მოდელი პოპ კულტურასა და მოდის ინდუსტრიაში პოპულარული სიტყვების კლასიკურ და ინტერნეტში გავრცელებულ განმარტებებს ადარებს. კამპანიამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენის არა მხოლოდ აკადემიური გაგებით შესწავლა, არამედ მისი თანამედროვე გააზრება და ათვისება.

ახლახან „ბრიტანულმა ცენტრმა“ კიდევ ერთი ახალი კამპანია გამოაქვეყნა, რომელშიც ქალის სამკაულების ბრენდის, Noém-ის დამფუძნებელსა და კრეატიულ დირექტორს, მარიამ ტონკოს ვხედავთ. მარიამმა ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელებში ყველას ყურადღება მიიქცია. ახალგაზრდა ანტრეპრენერი ქალის სწრაფვა საკუთარი მიზნების მიღწევისაკენ ბევრისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. როგორც მარიამი ვიდეოში აღნიშნავს, ინგლისურს წლების წინ დაეუფლა, თუმცა ენას მუდმივად სჭირდება გამეორება და პრაქტიკა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თანამედროვე ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესში ხარ.  „ინგლისურის სწავლა ბავშვობიდან დავიწყე, მულტფილმებით, საყვარელი მუსიკის ტექსტების ნახვით და შემდეგ უკვე “ბრიტანულ ცენტრში” პროფესიონალ პედაგოგებთან ერთად. ჩემი ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე, შეხვედრების წარმოებისას, დამეწყო ნერვიულობა, რადგან მივხვდი, რომ ენის სწავლას მუდმივად სჭირდება განახლება, ამიტომ ისევ მივუბრუნდი ‘’ბრიტანულ ცენტრს’’, ჩემი საყვარელი ქალანის მეთოდით, როდესაც პირდაპირ გიწევს ლაპარაკი. ეს ყველას დაეხმარება რომ დაძლიონ კომპლექსები.“ – აღნიშნავს მარიამი.

კამპანიაში ასევე ვხედავთ ქართული სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცის ცნობად სახეს, დავით გორგილაძეს, რომელიც ამბის თხრობის გამორჩეული უნარით ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პერსონად იქცა. 

სამყაროს გაციფრულების პირობებში მიმდინარე ცვლილებები, როცა ინტერნეტი და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები მსოფლიოს ყველა წერტილში ხდება ხელმისაწვდომი, საზღვრები ფაქტობრივად აღარ არსებობს. ამ პროცესებს მივყავართ იმ რეალობამდე, როდესაც ნებისმიერ თქვენგანს, განურჩევლად იმისა, თუ სად იმყოფებით, შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი, როგორც ავტორის, ბლოგერის ხედვა, საერთაშორისო აუდიტორიას, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მსგავსი შესაძლებლობები კი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ზრდის ინგლისური ენის თანამედროვე ცოდნის როლს ჩვენს ყოველდღიურობაში.