დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ფენდის ქალის RTW, ოტ კუტიურ და ბეწვეულის ხაზების შემოქმედებით ხელმძღვანელად კიმ ჯონსი დაინიშნა. ბრიტანელი დიზაინერი კრეატიული დირექტორის პოზიციაზე რჩება დიორშიც, სადაც ის მამაკაცის ხაზზეა პასუხისმგებელი.
კიმი ფენდისთვის კოლექციებს სილვია ვენტურინი ფენდისთან თანამშრომლობით შექმნის. მისი ამჟამინდელი პოზიცია სიცოცხლის ბოლომდე კარლ ლაგერფელდს ეკავა, რომელიც ქალის კოლექციებს შანელისთვისაც ქმნიდა. თავისი ახალი თანამდებობით ჯონსი დიზაინერთა იშვიათ ლიგას უერთდდება, რადგან ლაგერფელდის მსგავსად ისიც ორი უმნიშვნელოვანესი ბრენდისთვის შექმნის კოლექციებს.
“კიმ ჯონსი უდიდესი ნიჭის პატრონია. ის მუდმივად ამტკიცებს, რომ შეუძლია LVMH – ის ბრენდების კოდებს და მემკვიდრეობას მოერგოს და, ამავდროულად, ისინი უფრო თანამედროვე და გაბედული გახადოს. დარწმუნებული ვარ, რომ ფენდის ქალის კოლექციებსთვის მისი ხედვა და ენთუზიაზმი წარმატების მომტანი იქნება.”
ბერნარ არნო

სანამ კიმი დიორში მივიდოდა, მამაკაცის ხაზს შემოქმედებითად ლუი ვიტონში ხელმძღვანელობდა, თუმცა ქალის კოლექციებზე 2004 წლის შემდეგ არ უმუშავია. მისი დამაინტრიგებელი სადებიუტო კოლექციის ჩვენება ფენდისთვის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება.