20 წლის შემდეგ პირველად ვიქტორია სეკრეტის შოუ ტელევიზიით აღარ გადაიცემა. სეკრეტის შოუ ნოემბერში იმართებოდა და დეკემბერში ტელევიზიით ”ABC” და “CBS” გადასცემდა. მოხსენებაში, რომელიც ელ ბრენდის (კომპანია, რომელიც ვიქტორია სეკრეტს ფლობს) აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ლეს ვექსნერმა, თანამშრომლებს გაუგაზვნა, ვკითხულობთ, ის არ თვლის, რომ ტელევიზია კვლავ ხელსაყრელი საშუალებაა შოუს გადასაცემად.
გთავაზობთ მთლიან მოხსენებას:
ძვირფასო თანამშრომლებო
წინა რამდენიმე თვის განმავლობაში, ვთქვით, რომ ჩვენი ბიზნესის ყოველ ასპექტს ახლებურად შევხედავდით, დაწყებული ვაჭრობიდან, მარკეტინგიდან და ბრენდის პოზიცირებიდან, უძრავი ქონების პორტფელით, ციფრული ბიზნესითა და ღირებულების სტრუქტურით დამთავრებული…თითქმის ყველაფერი. ჩვენ უდიდესი პროგრესი განვიცადეთ დროის მოკლე მონაკეთში და მოუთმენლად ველით წარმატებულ ზამთარსა და არდადეგებს ღირებული, მოდური პროდუქციის არჩევნით…
ვიქტორია სეკრეტის სიძლიერე და პოზიტიური აღქმა უმაგალითოა და ჩვენმა მოდურმა ჩვენებებმა რევოლუცია მოახდინა მსოფლიოში მოდისა და სანახაობრიობის შერწყმით… მთავარი ფაქტორი ბრენდის აშენებაში.
მოდა ცვალებადი ბიზნესია. ჩვენ აუცილებლად უნდა განვითარდეთ და შევიცვალოთ რათა გავფართოვდეთ. ამის გათვალიწინებით, გადავწყვიტეთ ხელახლა გადავხედოთ ვიქტორია სეკრეტის ტრადიციულ ჩვენებას. პროგრესისთვის, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ტელევიზია შესაფერისია. 2019 წელს და შემდეგაც, ჩვენ კონცენტრირებულნი ვიქნებით ამაღელვებელი და დინამიური კონტენტისა და ახალი ღონისძიებების განვითარებაზე – მივაწოდოთ მომხმარებლებს იმ პლატფორმებიდან, რომლებსაც ისინი თვალს ადევნებენ… და ამ გზებით საერთაშორისო ციფრულ ერაში მოდის საზღვრებს დავარღვევთ. ბრენდის ძალით უფრო აღელვებული არასოდეს ყოფილვარ და იმით, თუ საით მიიწევს… [ვიქტორია სეკრეტის აღმასრულებელი ხელმძღვანელი] ჯონ [მეჰასი] და გუნდი ბრენდს თავიდან ქმნიან.
საუკეთესო სურვილებით,
ლესი
ვიქტორია სეკრეტის შოუს ნახვები ბოლო წლებში იკლებდა. გასული წლის შოუმ კი ყველაზე დაბალი რეიტინგი აჩვენა. ამას დაემატა კრიტიკა, რომელსაც ის ხალხის მხრიდან იღებდა მრავალფეროვნების ნაკლებობის და განმეორებადი კონტენტის გამო. წელს ვიქტორია სეკრეტმა ცვლილებების განხორცილება ახალი ანგელოზების დამატებითაც დაიწყო. დღეს ბრენდს უკვე ჰყავს პირველი წითური ანგელოზი- ალექსინა გრეემი, 3 შავკანიანი ანგელოზი, პლუს ზომის კატალოგის მოდელი-ლორენა დურანი და პოდიუმის სტანდარტებისთვის ტანდაბალი-ბარბარა პალვინი. ჩვენებების ტელევიზიით ტრანსალაციის შეწყვეტა ბრენდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა. როგორც ჩანს ვიქტორია სეკრეტი მთლიანად ციფრულ მარკეტინგზე გადასვლას აპირებს. გამოიღებს თუ არა ეს ცვლილება შედეგს და დაიბრუნებს თუ არა ვიქტორია სეკრეტი რელევანტურობას ამას დრო გვიჩვენებს.