Bottega Veneta-ს 2024 წლის წინა-საშემოდგომო კოლექცია იტალიური მოდის სახლის მახასიათებლებს, რომლებიც მას ყველასათვის თვალსაჩინო უპირატესობას ანიჭებს, მთელი თავისი დიდებულებით წარმოგვიჩენს.

© Bottega Veneta

ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა მეთიუ ბლაზიმ პრაქტიკული, ჩაცმადი და კვლავ გამორჩეული დიზაინის ნამუშევრები შემოგვთავაზა, მათ შორის ზამშის შარვალზე მორგებული ქვედაბოლო, ჯინსის ვიზუალის მქონე მოკლე ტყავის შორტები, “ოვერსაიზ” პერანგები და intrecciato ტექნიკის გამოყენებით შექმნილი სამოსი და აქსესუარები.

© Bottega Veneta

როგორც მეთიუმ განაცხადა, მას სურდა, ყველაფერი უფრო “მარტივი, კომფორტული, ყოველდღიური” ყოფილიყო, “ნაკლები განაცხადებით.”

© Bottega Veneta

კოლექციის სრულად სანახავად მიჰყევით ბმულს