მეთიუ ბლაზის მორიგი კოლექცია Bottega Veneta-სთვის 2023 წლის რეზორტია. ტრადიციულად, სამოსი მინიმალისტურია და მთავარი აქცენტები ჭრებზე, სილუეტებზე და, რა თქმა უნდა, აქსესუარებზეა. თუმცა ბოტეგა ვენეტას მინიმალიზმი სხვა ბრენდების მინიმალიზმისგან განსხვავდება, მაგალითისთვის ქეით მოსის ლუქი 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებაზე; კუბოკრული პერანგი, რომელიც მას ეცვა რეალურად ტყავის ქურთუკია და ის 8 ეტაპიან დამუშავებას გადის.
“მე მსურს ეს ნივთები რეალურად ჩავიცვა,” ამბობს ბლაზი ვოგთან საუბარში ახალ კოლექციაზე.
Bottega Veneta Resort 2023