2020 წლის ოქტომბერში, ინგლისელმა დიზაინერმა, დენიელ ლიმ Bottega Veneta – ს 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება, მილანის ნაცვლად, მშობლიურ ბრიტანეთში, კერძოდ, ლონდონში გამართა. ლის ამ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა პანდემიით გამოწვეულმა რეალობამ მისცა.

კორონავირუსის პარალელურად, მოდის კვირეულის კალენდარი რადიკალურად შეიცვალა. შედეგად, ბრენდების უმრავლესობა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას იღებს იმის შესახებ, თუ რომელ ქალაქში და როდის გამართავს ახალი კოლექციის შოუს.

Bottega Veneta 2021 წლის გაზაფხული/ზაფხული

Bottega Veneta საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2021 წლის დასაწყისშიც მოექცა, როდესაც ბრენდმა სოციალურ ქსელებში ყველა ოფიციალური პროფილი წაშალა. ბოთეგა ვენეტაში ინგლისელი დიზაინერის რევოლუცია ძალიან ჩუმი, მშვიდი, ერთი შეხედვით მარტივი და უმტკივნეულო იყო. დენიელმა უკვე დაამტკიცა, რომ საკმაოდ ფრთხილია, შეუძლია შეინარჩუნოს მოთმინება, არ აყვეს მომენტის ტენდენციას და საკუთარი ხედვით გააგრძელოს სვლა, თუმცა სოციალური ქსელების ეპოქაში, ინსტაგრამის, თვითერის და Facebook -ის პროფილების წაშლამ მოდის ინდუსტრიის გაკვირვება მაინც გამოიწვია.

Salma Hayek & François-Henri Pinault

სოც. ქსელში ბრენდის ყველა ოფიციალური გვერდის წაშლის შემდეგ, @newbottega არის ყველაზე დიდი ონლაინ სივრცე, სადაც შესაძლებელია Bottega Veneta-ში დენიელ ლის შემოქმედების შესახებ სიახლეების ხილვა. ამჯერად, სიახლეს წარმოადგენს 2021 წლის ზაფხულის სარეკლამო კამპანია, საიდანაც პირველი ფოტოები უკვე გამოქვეყნდა.

ფოტოგრაფი: Tyrone Lebon.