
BOSS-ის ქართველი მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს – რუსთაველის 37-ში მდებარე ფილიალი განახლებული ინტერიერით, უფრო დიდი და მრავალფეროვანი მაღაზიით დაბრუნდა. მაღაზიაში სტუმრებს ქალისა და მამაკაცის ახალი, 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია დახვდებათ. კოლექციის ჩვენება ბრენდმა გასულ თვეს, მაიამიში გამართა, რომლის შესახებაც ინტერნეტ-სივრცეში საუბარი ახლაც არ წყდება.


BOSS-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელის, მარკო ფალკონის თქმით, მის შთაგონებად კონტრასტული კონცეფციებია იქცა, რომლის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი მაიამია, ქალაქი, რომელშიც უამრავი განსხვავებული კულტურის თანაცხოვრების შედეგად ახალი, მხოლოდ მაიამისთვის დამახასიათებელი კულტურა შეიქმნა. მან იდეა BOSS-ის ისტორიული, ტრადიციული ჭრების თანამედროვე ინტერპრეტაციით გადმოსცა, როგორც კონტრასტი წარსულსა და მომავალს შორის. აქვე ვხვდებით კონტრასტული მატერიების ტანდემსაც, მაგალითად, ნაზი აბრეშუმისა და გლუვი ნეილონის, რომლებიც კონტრასტს არა მხოლოდ ტექსტურებით, არამედ გამოყენებული ფერთა პალიტრის მეშვეობითაც ქმნიან, წყლისა და ხმელეთის ინსპირაციით, გამჭვირვალე ნაჭრები დაწყვილებულია მყარ, გაუმჭვირვალე ნაჭრებთან. BOSS-ისთვის დამახასიათებელი თეთრის, შავისა და ბეჟის გარდა, კოლექციაში ვხვდებით მაიამის არტ-დეკოს სტილის არქიტექტურით შთაგონებულ სხვა მდიდრულ ფერებსაც, ისევე, როგორც საინტერესო პრინტებსა და ბევრ გამორჩეულ დეტალს, რომლებიც ერთობლიობაში ბრენდის ახალ, თანამედროვე ხედვას გადმოსცემს.




ჩვენების სეტ-დიზაინი, კოლექციის მსგავსად, წყლის სამყაროთი იყო შთაგონებული, რომელიც იდეალურად ეხმაურება კონტრასტის თემატიკას. მოდელები პოდიუმზე მყარი იატაკის მაგივრად, თითქოს წყალზე მოძრაობდნენ. სეტ-დიზაინზე VILLA EUGÉNIE-მ და მისმა დამფუძნებელმა, ცნობილმა არტისტმა, ეტიენ რუსომ იმუშავა, რომელსაც BOSS-თან 20-წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. “წყალი სეტის მთავარი ელემენტია. მაიამი გარშემორტყმულია წყლით, რაც ჩვენთვის შთაგონებად იქცა, ეს შესაძლებლობა განსაკუთრებული გარემოს შესაქმნელად გამოვიყენეთ. მზის ჩასვლა გაანათებს ქალაქის თვალწარმტაც პეიზაჟს ისევე, როგორც ოკეანეს, რაც იდეალური და უნიკალური ფონი იქნება ჩვენებისთვის. ქალაქი დინამიურია და ლოქდაუნის შემდეგ ზრდა განაგრძო. მუსიკა, ხელოვნება და ტექნოლოგიები აქ ერთმანეთს ერწყმის, მაიამიში ადამიანები მთელი მსოფლიოდან ერთიანდებიან, რათა ერთმანეთს საკუთარი იდეები და გამოცდილება გაუზიარონ. მაიამი სწორედ ამიტომ გახდა ჩვენი არჩევანი კოლექციის წარსადგენად, ის ერთგვარი ინტერაქციის გზაჯვარედინია,” – აღნიშნა რუსომ.

მოდელების ვარსკვლავური შემადგენლობა ჩვენების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. შოუ პამელა ანდერსონმა გახსნა, ლეგენდარულმა სუპერმოდელმა ნაომი ქემბელმა კი, დახურა. პოდიუმზე ვიხილეთ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან: ლოუ როუჩი, ხაბი ლამე, DJ Khaled-ი, ალიშა შმიდტი, იუსრა მარდინი, ფრეშეს ლი, იბრჰაჯ მუჰამედი, ეზრა ფეჩი, ქალებ უილიამსი, ჯორდან ბარეტი, ნაომი ვატანაბე, Gottmik, ვაიოლეთ ჩაჩკი და სხვები. სტუმრებს შორის, რომელთა რაოდენობამაც 500-ს გადააჭარბა, ვიხილეთ სელებრითები, ისევე, როგორც სოციალური მედიის ვარსკვლავები. მათ შორის: სიუკი უოთერჰაუსი, მალუმა, დემი ლოვატო, ტიფანი ჰადიში, კამილა მორონი, ქრისთინ ქუინი და სხვები.

თბილისში BOSS-ის ოფიციალური მაღაზია 2007 წლიდან არსებობს და მას შემდეგ, მომხმარებლებს ბრენდის მუდმივად განახლებად, ახალ და მრავალფეროვან კოლექციებს სთავაზობს.