Naomi x Boss – ასე ჰქვია კოლაბორაციულ ხაზს, რომელსაც Boss სუპერმოდელ ნაომი კემბპელთან კოლაბორაციით წარადგინა. კაპსულა კოლექცია 44 მოდელს აერთიანებს. როგორც თანამშრომლობის შესახებ გავრცელებულ პრეს რელიზშია მითითებული, კოლექცია თანამედროვე სილუეტებით, პრაქტიკული დიზაინით, ბრენდისათვის დამახასიათებელი მკერვალებით და ლუქს ხარისხით გამოირჩევა. რაც შეეხება ფერებს, მოდელების დიზაინში დომინანტი ტონალობები თეთრი, კრემისფერი, შავი და იასამნისფერი.

როგორც თავად ნაომი აღწერს, Boss-ის ეს ხაზი მრავალმხრივი და კომფორტულია. “ეს არის ისეთი მოდელები, რომლებიც ჩემი ცხოვრების წესს გამოხატავს. კოლექცია არის მათთვის, ვინც ყოველთვის მზადაა თავგადასავლებისათვის, თუმცა როცა საქმე სტილს ეხება, არასდროს  მიდის კომპრომისზე.”