თებერვლის შუა რიცხვებში რიანა არაერთხელ შენიშნეს პარიზში, როცა ის ქალაქს თავის პარტნიორთან, რეპერ ASAP ROCKY-სთან ერთად სტუმრობდა. როგორც საერთაშორისო პრესა იუწყება, წყაროს ინფორმაციით, რიანა მოდის სამყაროში აქტიურად ბრუნდება და ის კვლავ Dior-ის სახე იქნება. აღსანიშნავია, რომ პარიზში ყოფნისას ის პაპარაცებმა მაშინ დააფიქსირეს, როცა გადასაღებ მოედანს ტოვებდა. BOF-ის ინფორმაციით, რიანა Dior-ის კამპანიაში გადაიღეს. ასევე გამოცემის ცნობით, კამპანია სტივენ კლაინმა გადაიღო, ხოლო სტილისტი კარინ როიტფელდია.
რიანა Dior-ის პირველი შავკანიანი ამბასადორი 2015 წელს გახდა. ის მოდის სახლის აქსესუარების კამპანიაში გამოჩნდა. აღნიშნული კამპანია ასევე კლაინმა გადაიღო. რაც შეეხება რიანას და ბრენდის ახალ თანამშრომლობას, დეტალები ჯერჯერობით უცნობი რჩება. პრესის ცნობით, რიანას წარმომადგენლებმა კომენტარზე უარი განაცხადეს.